Forum for Teenagers
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

georgian forum


You are not connected. Please login or register

გოგონა გარეუბნიდან

Go down  Message [Page 1 of 1]

Admin

Admin
Admin

”ღამის შოუს სტუდიის” ახალი პროექტი „გოგონა გარეუბნიდან“ ამერიკული სერიალის „Ugly Betty“-ს ანალოგია. ეს არის დრამადის ტიპის სერიალი, რომელიც კომედიისა და დრამის ნაზავია და ეფუძნება 1999 წელს კოლუმბიაში გადაღებულ სერიალს "Yo Soy Betty, La Fea". ეს ორიგინალური ტელენოველა მრავალ ენაზე ითარგმნა. 2010 წლის მონაცემებით პროექტის ახლებური ვერსიები ჩვიდმეტ სხვადასხვა ქვეყანაში შექმნეს. 2010 წლის 24 მაისს ჩამონათვალს ქართული „ღამის შოუს სტუდიაც“ შეემატა.
სერიალში მოქმედება ვითარდება სამაუწყებლო ტელევიზია „ტევე თერთმეტის“ ოფისში, სადაც გარეუბანში მცხოვრები გოგონა თამუნა ჭელიძე იწყებს მუშაობას. თამუნა არჩილ წილოსანის მიერ ყველასათვის მოულოდნელად დანიშნული დირექტორის, ნიკა კეკელიძის, ახალი ასისტენტი ხდება. ნიკას დირექტორობა ბევრს არ ეხატება გულზე, განსაკუთრებით კი ლალი ჩიქოვანს, რომელსაც ნიკას გამოჩენამდე წინასწარ ულოცავდნენ დირექტორობას. ნიკასა და ლალის ბრძოლა ძალაუფლებისათვის, გამოუცდელი და მეამიტი თამუნა ჭელიძის მოღვაწეობა ტელევიზიაში, მოულოდნელი ინტრიგები – ეს არის არასრული ჩამონათვალი იმისა, რაც „იმედის“ მაყურებელს ელის წინ.
”ღამის შოუს სტუდიის” ახალი პროექტი სიახლეა ქართველი მაყურებლისათვის. ოღონდ არ ელოდოთ სხვა საპნის ოპერების მსგავს პერსონაჟებსა და პერიპეტიებს ... ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა და რასაც „ღამის შოუს სტუდია“ თავის ერთგულ მაყურებელს ხშირად სთავაზობს!
„იმედის“ ეთერში გასული ახალი ქართული ტელე–სერიალი კვირაში ერთხელ მოგიყვებათ ამბავს, რომელიც ძალიან ჰგავს კონკიას ზღაპარს...

სერიალის სერიები შეგიძლიათ ნახოთ ღამის შოუს სტუდიის საიტზე:
http://nightshowstudio.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=5&album_id=44&info_id=#seegal

https://job134.georgianforum.com

Back to top  Message [Page 1 of 1]

Permissions in this forum:
You cannot reply to topics in this forum